საიტზე განთავსებულია ქ. რუსთავში გასაყიდი ბინები, კომერციული ფართები და სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონება. განცხადების განთავსება 50 ლარი. ტ: 824 186006  


სარეკლამო სააგენტო, მე-16 მ/რ, ბაზრობის ტერიტორია
ტ: (824) 186006;

1. რა ღირს განცხადების შემოტანა ბინის, კომერციული ფართის, ავეჯის… გაყიდვაზე?
_ 50 ლარი. განცხადების შემოტანა შესაძლებელია ბინაზე გამოძახებით. ამ თანხაში შედის:
_ ხუთი თვის განმავლობაში მისამართისა და ტელეფონის მითითებით განთავსდება ინტერნეტში მისამართზე: www.sareklamo.ge.
_ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ასევე ტელეფონისა და მისამართის მითითებით გამოეკვრება სარეკლამო-საინფორმაციო სტენდზე მე-16 მ/რ-ში ბაზრობის ტერიტორიაზე „სარეკლამო სააგენტოსთან“.
_ ორი დღის განმავლობაში 30-45 წთ-ის ინტერვალით გამოცხადდება ბაზრობის ტერიტორიაზე.

2. რამდენად გაიყიდება ჩემი ბინა? შეგიძლიათ შემიფასოთ?

_ შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ გაიყიდება ესა თუ ის ბინა. გააჩნია ადგილს, შენობას, სართულს, რემონტს, გემოვნებას, მყიდველს, გამყიდველს.…
_ გადახედეთ გასაყიდი ბინების სიას, თქვენი ბინის მსგავს ბინებს რა ფასები ადევს.
_ გადახედეთ გაყიდული ბინების სიას, რა ბინები რა ფასებშია გაყიდული (ეს არის ფასები, რომლითაც მყიდველი დაინტერესდა, საბოლოოდ რა ფასზე შეთანხმდნენ ჩვენთვის ცნობილი არ არის).
_ ამის შემდეგ ფასი თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ. თუ ბევრი მყიდველი დაინტერესდა, შეგიძლიათ მოუმატოთ ფასს, თუ არავინ გამოგეხმაურათ _ შეგიძლია დააკლოთ.

3. როგორ უნდა მივხვდე, სწორად განვსაზღვრე თუ არა ჩემი ბინის ფასი?

_ 1) თუ საერთოდ არავინ გამოგეხმაურათ, ე. ი. ძალიან ძვირია.
_ 2) თუ მოვიდნენ, დაათვალიერეს ბინა და ისე წავიდნენ, რომ არ ითხოვეს ფასის დაკლება, ე. ი. ძვირია.
_ 3) თუ მოვიდნენ, დაათვალიერეს ბინა და ითხოვეს ფასის დაკლება, ე. ი. ახლოს ხართ გასაყიდ ფასთან.
_ 4) რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისები და კონკრეტული სხვადასხვა შემთხვებიც. ხანდახან იღბალიც დიდ როლს თამაშობს.

4. ვყიდულობ ბინას, რომელშიც გარკვეულ თანხას მთხოვენ, ძვირია თუ იაფი?

_ მაგ ფასად თუ გიღირთ, იყიდეთ. თუ არ გიღირთ _ არ იყიდოთ. თქვენზე უკეთესად არავინ იცის, თუ როგორი ბინაა თქვენთვის საჭირო და მისაღები. ზოგს მრავალსართულიანი შენობის ბინები მოსწონს ახალ რუსთავში, ზოგს პატარა კოტეჯები და სიწყნარე ძველ რუსთავში, ზოგს რომელიმე სკოლასთან უნდა ახლოს იყიდოს ბინა, ზოგს _ ნათესავებთან ახლოს, ზოგს ცენტრალური ქუჩა მოსწონს, ზოგს _ უფრო მყუდრო და წყნარი უბანი და ა. შ. ოჯახის წევრებს შორისაც კი აზრთა სხვადასხვაობაა.

5. გავყიდე ბინა, ხომ არ შევცდი ფასში?

_ არა. როგორც წესი, მყიდველს ეუბნებიან რა ძვირად გიყიდია ბინა, ხოლო გამყიდველს _ რა იაფად გაგიყიდია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, განაგრძეთ ცხოვრება.

6. რა ღირს ბინის გაფორმება?

_ სხვადასხვა ფასებია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში გნებავთ გაფორმდეს ბინა. დღეს ბინის გაფორმება ძალზე გამარტივებულია. ამომწურავ პასუხს მიიღებთ `რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში~ (კოსტავას გამზირი #38, მეტალურგიული ქარხნის სამმართველოსთან).

7. თქვენთან ხდება ბინების გაფორმება?

_ ბინებს აფორმებს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურა, კერძოდ `რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო~ (კოსტავას გამზირი #38, მეტალურგიული ქარხნის სამმართველოსთან) და მოწმდება ნოტარიულად ნებისმიერ ნოტარიუსთან.

8. ტელეფონზე დავრეკე და ბინა გაყიდულიაო, როგორ მოვიქცე?

_ ნუ წახვალთ და ნუ ნახავთ გაყიდულ ბინას. განიხილეთ სხვა ვარიანტი. ვინაიდან მყიდველისთვის უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი გასაყიდი ბინების სია, ზოგიერთი ბინა იმდენად სწრაფად იყიდება, რომ ვერ ვასწრებთ სიიდან ამოღებას.

9. რა საბუთებია საჭირო ბინის გასაფორმებლად და სად უნდა წარვადგინო?

_ 1) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
_ 2) 50 და 5 ლარიანი ქვითრები (თითო ლარი საკომისიო. სულ - 57 ლარი);
_ 3) - პირადობის მოწმობა და პირადობის მოწმობის ასლი.
_ `რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში~ (კოსტავას გამზირი #38, მეტალურგიული ქარხნის სამმართველოსთან).

10. ვინ იხდის გაფორმების ფულს?

_ ფასში გაფორმების ფული არ შედის. იგულისხმება უნდა გადაიხადოს მყიდველმა, ხოლო ბინის ვალები უნდა დაფაროს გამყიდველმა. შესაძლებელია სხვანაირად შეთანხმებაც მყიდველსა და გამყიდველს შორის. ბინის ვალებში იგულისხმება:
_ 1) ელექტრო ენერგია („ენერგო პრო ჯორჯია“, რუსთაველის ქ. #28);
_ 2) გაზი (`რუსთავგაზი~, დავით გარეჯის ქ.);
_ 3) წყალი („რუსთავის წყალი“, მეგობრობის გამზირი #4).

11. ბინა ან კომერციული ფართი კვადრატული მეტრი რა ღირს?

_ ასეთი რამ არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებუია იმაზე, თუ რამდენად სჭირდება ფული გამყიდველს და რამდენად სჭირდება ბინა ან ობიექტი მყიდველს. ყველანაირი ფასი მისაღებია, თუ ორივე მხარე თანახმაა და კმაყოფილი.

12. გაქვთ თუ არა სამაკლერო მომსახურება?

- დიახ. განცხადების შემოტანა - 10 ლ. გაყიდვის შემთხვევაში - 1% (არა ნაკლებ $100).